სპეციალისტის აუქციონი არის მხარეთა შორის შეთანხმება, რომლითაც კრედიტორი უფლებამოსილია გაყიდოს აუქციონის გზით იპოთეკის/გირავნობის აქტივი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

შპს „კონსალტინგ გრუპს“ გთავაზობთ სრული სააუქციონო მომსახურების გაწევას;

ჩვენი პრიორიტეტებია:

  • გამარტივებული ელექტრონული საქმისწარმოება

განცხადებები მიიღება და მუშავდება ელექტრონული ფორმით მატერიალური დოკუმენტაციის საჭიროების გარეშე.

  • პროგრამული უზრუნველყოფა

სააუქციონო საქმისწარმოება ხდება პროგრამული უზრუნველყოფით, რაც გამორიცხავს შეცდომების ალბათობას წარმოების პროცესში;

  • გაფრთხილების სპეციალური ფორმა

მოვალეთათვის გამაფრთხილებელი წერილის ჩაბარება ხდება დამატებით პირადად სპეციალური საკურიერო სამსახურის მეშვეობით.

  • კლიენტზე ორიენტირებული ანაზღაურება

გარკვეული შემთხვევებისათვის შესაძლებელის ანაზღაურების შემცირება;

  • სწრაფი შედეგი

ქონების რეალიზაცია უმოკლეს ვადებში;

იმისათვის, რომ ისარგებლოთ შპს „კონსალტინგ გრუპს“-ის მომსახურებით, გთხოვთ, ხელშეკრულების დადებისას გაითვალისწინოთ დათქმა სპეციალისტის თაობაზე; 

სპეციალისტის (აუქციონატორის) წარმოებისათვის სავალდებულოა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება მოიცავდეს დათქმას:


ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები უპირობოდ თანხმდებიან, რომ, ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ვალდებულებ(ებ)ის - შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია  იიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკის საგნის რეალიზაციის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმით. მხარეები თანხმდებიან, რომ იპოთეკარს უფლება აქვს მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია სპეციალისტის მეშვეობით აუქციონზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით და ამ მიზნით იპოთეკის საგნის მესაკუთრე წინასწარ, და ყოველგვარი შემდგომი დადასტურების საჭიროების გარეშე, აცხადებს თანხმობას სპეციალისტად დაინიშნოს შპს „კონსალტინგ გრუპს“ (ს/კ 404483536), რომელიც თავად ახდენს იპოთეკის საგნის რეალიზაციას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმებით, აუქციონის წარმოებაში სპეციალისტი იღებს ანაზღაურებას არაუმეტეს აუქციონზე ქონების რეალიზებული თანხის 5 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 590 (ხუთას ოთხმოცდაათი) ლარისა.

სპეციალისტს არ აქვს უფლება თავად მიიღოს მონაწილეობა აუქციონში. პირველი აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და სხვა ხარჯების ჯამური ოდენობით. აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, სპეციალისტი 30 დღის ვადაში ნიშნავს მეორე აუქციონს. მეორე აუქციონი უნდა გამოცხადდეს იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი არის პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე ნაკლები თანხა. თუ მეორე აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, სპეციალისტი ნიშნავს მესამე აუქციონს. მესამე აუქციონზე იპოთეკის საგნის (უძრავი ნივთის) გაყიდვის წესს განსაზღვრავს ერთპიროვნულად სპეციალისტი ისე, რომ უძრავი ქონება სავალდებულოდ გაიყიდოს. სპეციალისტის აღნიშნული დათქმა წარმოადგენს იპოთეკარის ალტერნატიულ უფლებას, რომელთა შერჩევის უფლება აქვს იპოთეკარს.


კონსალტინგ გრუპს


ტელ: +995 599 55 68 52 ;
ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge ;
მის:  ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის 23;
საავტორო უფლება © 2025 cgg.ge. ყველა უფლება დაცულია.